მაღაროელების სასამართლო პროცესი

15:29, 23.06.2026

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაღაროელების პროცესი გაიმართა, სადაც დაცვისა და ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაკავებულების მხარდასაჭერად, ქუთაისში ჭიათურიდან მაღაროელების ახლობლები და თანამებრძოლები ჩავიდნენ. მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 14 ივლისს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ.

მსგავსი