სიძულვილის ენის გამოყენება – სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე, მამია კვირკველია 4 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა.
როგორც ცნობილია, მოქალაქე მამია კვირკველიამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიის პოსტზე მამუკა მდინარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა. მოსამართლემ განმარტა, რომ კვირკველიას განცხადება ახლოსაც არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან და მისი განცხადება სიძულვილის ენა და ადამიანის შეურაცხყოფაა. სასამართლოზე კვირკველიას გამოუცხადებლობა მოსამართლე დავით მაკარაძემ სასამართლოს უპატივცემულობად ჩაითვალა და როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალური სახდელი გამოიყენა.