საქართველო-რუმინეთი 1-1

12:30, 03.06.2026

საქართველო რუმინეთი 1-1 – ფრედ დასრულდა გუშინდელი ამხანაგური მატჩი. შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო კაპიტნის, გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე ჩაატარებს, ბაჰრეინის წინააღმდეგ. მატჩი თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი