მბაპე ლა ლიგაში ყველაზე უარესია დაცვაში თამაშით – სეზონში მხოლოდ 6 დაცვითი მოქმედება #1TVSPORT

23:04, 01.06.2026

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე ბოლო ადგილზე გავიდა ლა ლიგაში დაცვითი მოქმედებების რაოდენობით.

ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის 31 მატჩში მხოლოდ 6 დაცვითი მოქმედება შეასრულა, რაც საშუალოდ 0.2-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მბაპემ ბოლო, 344-ე ადგილი დაიკავა ლა ლიგას ფეხბურთელებს შორის. „რეალის“ კიდევ ერთი შემტევი ვინისიუსი 336-ე ადგილზეა (1.0 საშუალოდ 90 წუთში).

რეიტინგის შემდგენელი FotMob-ი დაცვით მოქმედებებში გულისხმობს ართმევას, ჩაჭრას, საჯარიმოდან ბურთის გამოტანასა და დაბლოკილ დარტყმებს.

დასრულებულ სეზონში კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – მის ანგარიშზე 25 გოლია.

მსგავსი