შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება 

12:10, 01.06.2026

სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, – აცხადებს შს მინისტრი. მისი თქმით, ეს მძიმე შემთხვევაა, ბრძანება არავის გაუცია და ყველაფერი სპონტანურად მოხდა.

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულია ექვსი პოლიციელი, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც, პოლიციელზე განხორციელებული ძალადობის მუხლით.

მსგავსი