ლუის ენრიკე – გასულ წელს ისტორია დავწერეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ გვსურს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.
„გასულ წელს ისტორია დავწერეთ, წელს კი ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ გვსურს. განვლილ რვა შეხვედრაში ჩვენი პოტენციალი ნათლად გამოვაჩინეთ. ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა ურთულესი მიღწევაა და ეს უკვე ისტორიაა.
მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ და კარგად ვიცნობთ. ფინალურ მატჩში ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. არ ვფიქრობ, რომ თამაშში რომელიმე გუნდი გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.
ამ კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან მქონდა მოლოდინი, რომ წარმატებულები ვიქნებოდით და ამდენ ჯილდოს მოვიპოვებდით. ეს როგორც ჩემი, ისე კლუბისა და სპორტული დირექტორის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა. მართალია, ყველაფერი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით, თუმცა ეს ჩვენი წინასწარი გეგმის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, დასახული მიზნების მიღწევა ბევრად მარტივია, როდესაც განკარგულებაში ასეთი მაღალი კლასის მოთამაშეები გყავს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.