ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

12:03, 30.05.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ბრალდებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია, რომელსაც შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. გამოძიების ვერსიით, დაკავებული წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ დასრულდა – თემის დეტალებით თათია ტაბეშაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი