აღკვეთის ღონისძიება ძალადობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელებისთვის

12:05, 29.05.2026

გორში პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსივე პოლიციელისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოო 13:00 საათზე იმსჯელებს. სხდომა გორში გაიმართება. პოლიციელებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. გამოძიება დაწყებულია ასევე პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით.

შეგახსენებთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომლის ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაში არ ფიქსირდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული.

 

მსგავსი