ენცო მარსეკამ „მანჩესტერ სიტისთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა #1TVSPORT

18:31, 26.05.2026

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი ენცო მარესკა დაიკავებს. იტალიელსა და კლუბს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 46 წლის სპეციალისტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მომავალი სეზონისთვის დაგეგმილ სატრანსფერო კამპანიაშიც.

22 მაისს „ქალაქელებმა“ პეპ გუარდიოლას წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი 10-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება მარესკას, ის „ჩელსიდან“ 2026 წლის იანვარში წავიდა. იტალიელის ხელმძღვანელობით ლონდონელებმა კონფერენს ლიგისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულების მოპოვება შეძლეს.

იტალიელი „ლესტერსა“ და „პარმასაც“ ავარჯიშებდა, 2022-2023 წლებში კი მარსეკა სწორედ გუარდიოლას თანაშემწედ მუშაობდა „მანჩესტერ სიტიში“.

მსგავსი