ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი

15:13, 20.05.2026

მოხელისთვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე, მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს, მანამდე კი დღეს გამართულ სხდომაზე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ხაბეიშვილმა და თქვა, რომ მის საქმეში არაფერი დევს მის წინააღმდეგ. ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურამ წარმოადგინა მხოლოდ მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რაც კანონდარღვევა არაა და მხოლოდ პოლიტიკური დაპირებაა.

ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავა დღევანდელ სხდომას არ დასწრებია, განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება ლევან ხაბეიშვილიც.

მსგავსი