თბილისის მთავრობის სხდომა

12:20, 20.05.2026

თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამას უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. დღეს თბილისის მერმა პროგრამის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება.

თბილისის მერია ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარს გამოყოფს. წელს პროგრამის  ბიუჯეტი, დაახლოებით, 7 მლნ 300 ათასი ლარია.

მსგავსი