რეგულაციები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

12:10, 20.05.2026

შეფასებები კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ინიციატივას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა ჯგუფი საზოგადოების დაყოფისთვის სიძულვილის ენას მიზანმიმართულად იყენებს. სიძულვილის ტირაჟირებაში კი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო იქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგს განახორციელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

მსგავსი