ჯაშუშობის საქმე – პოლიტიკური შეფასებები

12:12, 09.05.2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება კვლავ შეფასებების თემაა. გუშინ უწყებამ პირველი ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ეს არის ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს ინგლისურად გიორგი უძილაური მის წინ მჯდომ პირთან – კადრები საცხოვრებელ სახლშია გადაღებული და საუბარია მასალების ერთმანეთთან ფარული არხებით გადაგზავნის გზებზე.

საგამოძიებო უწყება შეხვედრას კონსპირაციულად აცხადებს და ამტკიცებს, რომ მასალა თანხის მიღებასა და ხელმოწერის ფაქტს ასახავს. ამ დრომდე არ კონკრეტდება ევროპის ის ქვეყანა, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც დაკავებულს ედავებიან. 

მსგავსი