სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

15:20, 06.05.2026

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ინსტიტუციური მექანიზმები, მათ შორის 2022 წლის მემორანდუმი და 2025 წელს შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ეფექტიან საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო ურთიერთობების ზრდასაც. აქცენტი გაკეთდა ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი უზბეკეთის  სოფლის მეურნეობის მინისტრსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

მსგავსი