ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი

12:29, 06.05.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოები ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებმა დაათვალიერეს. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებასა და ტალღა-მტეხის პროექტირება-მშენებლობას ევროპული ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია ახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია კვლევითი სამუშაოები, ადგილზეა მიტანილია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები. უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს ბეტონის ქარხანა, მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ტალღ-მტეხელის დამცავი ე.წ. იქს-ბლოკების ჩამოსხმა.

მსგავსი