შს მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა
შსს მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ხაზი გაესვა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო პროცესში და აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევები დანაშაულის დროულ და ეფექტიან გახსნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. სულხან თამაზაშვილი გაეცნო დეპარტამენტების მიმდინარე პროექტებს და დეტალური ინფორმაცია მოისმინა მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ყურადღება გაამახვილა თანამშრომლების სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.