ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე

15:06, 24.06.2026

53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს, სამ პირზე კი ძებნა გამოცხადდა. 11-ს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა. მათ შორის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა 1 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები. ფინანსური რესურსების გამოყენებით, ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება.

მსგავსი