თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი მიმდინარეობს

15:20, 24.06.2026

თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი თემატური სესიებითა და სამუშაო შეხვედრებით გრძელდება. პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია.
მთავარი თემა იყო მოქალაქეთა მონაწილეობა, როგორც საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული ინკლუზიურობის და მონაწილეობით მმართველობის მიმართულებებზე, რომ საჯარო სერვისებზე თანაბარი წვდომა ჰქონდეთ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მათ შორის რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

პლენარული სესიების პარალელურად, ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. უორქშოფები დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ გახსნა, რომელიც ციფრულ საჯარო ინფრასტრუქტურას, ციფრულ იდენტობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას შეეხებოდა.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გამოცდილებას უზიარებენ.

შეგახსენებთ, თბილისი პირველად მასპინძლობს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რომლის მთავარი თემაა  „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა.

მსგავსი