საველე სწავლება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება რუსთავში გაიმართა და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა. სწავლებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.