მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ სძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია #1TVSPORT

01:55, 15.04.2026

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკო“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

მადრიდში, „მეტროპოლიტანოზე“ გამართული მატჩი „ბარსელონამ“ შესანიშნავად დაიწყო – 24-ე წუთისთვის ლამინ იამალისა და ფერან ტორესის გოლებით 2:0 დაწინაურდა და ორმატჩიან დუელში წონასწორობა აღადგინა.

„ატლეტიკომ“ დაწინაურება 31-ე წუთზე მოახერხა. ანტუან გრიზმანის წამოწყებული შეტევა მარკოს ლორენტემ გააგრძელა და გოლით ადემოლა ლუკმენმა დაასრულა.

მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე ფრანგმა არბიტრმა, კლემან ტურპენმა ბოლო იმედის ჯარიმის აღების გამო „ბარსელონას“ მცველი ერიკ გარსია მოედნიდან გააძევა. აღნიშნული წითელი ბარათი კატალონიელთათვის ამ დაპირისპირებაში მეორე იყო – პირველ შეხვედრაში ანალოგიური ჯარიმის გამო პაუ კუბარსი გააძევეს.

შედეგად, დიეგო სიმეონემ, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „ბარსელონა“ მესამედ დაამარცხა – მანამდე მან ეს 2014 და 2016 წლებში შეძლო.

„ატლეტიკოს“ მეტოქე ნახევარფინალში ლისაბონის „სპორტინგსა“ და „არსენალს“ შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი