ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი

12:18, 13.03.2026

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალების მხარის ორი მოწმე დაიკითხება, პროცესს ესწრება ლევან ხაბეიშვილი, თუმცა სხდომათა დარბაზში არ იმყოფება მურთაზ ზოდელავა. ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7-მდე წლამდე ითვალისწინებს.

მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი