გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

12:14, 09.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება – საუბარია უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე. რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, გამოძიებას ყველა არსებულ კითხვაზე გასცა პასუხი და მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა. გენერალ-მაიორმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ირანის დარტყმის ობიექტი შესაძლოა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთიც გახდეს, რადგან ეს ყველაზე დაუცველი მონაკვეთია. საქმე ეხება სხვადასხვა პირის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხნენ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი.

მსგავსი