ფეხბურთი | „დილამ“ კვიპროსიდან თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი დაიმატა #1TVSPORT

16:57, 03.03.2026

სეზონის დაწყებამდე გორის „დილამ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – გუნდმა თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი დაიმატა – 26 წლის ფორვარდი გუნდს კვიპროსის სუპერლიგის „პარალიმნიდან” შეუერთდა.

მუსელიანმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, თამაშობდა ქობულეთის „შუქურასა“ და „გაგრაში“, ასევე სამხრეთ კორეისა და ბოსნიის გუნდებში, ბოლოს კი „პარალიმნიში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი.

მუსელიანი დამატება „დილას“ თავდამსხმელის, შოთა შეყილაძის ტრავმამ განაპირობა – გორელთა ფორვარდმა დაზიანება მოსამზადებელ შეკრებაზე მიიღო და გუნდს დროებით ვერ დაეხმარება.

მსგავსი