რომეო მიქაუტაძის სასამართლო

12:15, 23.02.2026
ამ წუთებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სამი მოწმე იკითხება. მიქაუტაძე ბრალს არ აღიარებს, პროკურატურის მტკიცებით, ის სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. მიქაუტაძეს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი