ლიგა 1-ის გუნდში სამმა ქართველმა ერთად პირველად ითამაშა – „მეცი“ „ოსერთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში ქართველების „მეცმა“ შინ „ოსერს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:3.
„ჯვაროსნებიდან“ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა და გიგი აბუაშვილმა ითამაშეს, 70-ე წუთზე კი მათ გვერდით გიორგი ქვილითაია გამოჩნდა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში, როდესაც ლიგა 1-ის გუნდში მოედანზე ერთდროულად სამმა ქართველმა ითამაშა.
22 ტურის შემდეგ 13 ქულით „მეცი“ ბოლო, მე-18 ადგილზე დარჩა და ლიგა 2-ში გავარდნა თავიდან რომ აიცილოს, დარჩენილ 12 ტურში ქულათა მაქსიმუმი უნდა დააგროვოს.
***
ტრავმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ მეორე შეხვედრა ჩაატარა „ჰაიდენჰაიმში“, რომელიც გასვლაზე „აუგსბურგთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:0.
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა. იგი მატჩის დამატებულ წუთზე (90+4) გააფრთხილეს.
„აუსბურგმა“ კლოდ-მორისის მიერ მე-80 წუთზე გატანილი პენალტით მოიგო. 22 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბოლო (18) ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატია.