კიბოს მსოფლიო დღე
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და ონკოსაზოგადოება „ჰოუფის“ წარმომადგენლებმა პეტიცია წარმოადგინეს. ონკოლოგიური პაციენტები და მათი მხარდამჭერები ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების დაწყებას მოითხოვენ. მათი თქმით, საჭიროებენ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების დროულ ჩართვას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტთა ნუსხაში. აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულია ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების პროექტი, რომელიც შესაბამის უწყებებში, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია.