თბილისის ბიუჯეტი იზრდება

15:25, 30.01.2026
თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანი მოცულობა 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტია. ცვლილებებზე საკრებულო ამ წუთებში მსჯელობს. გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი დაიხარჯება.

მსგავსი