ფიცის დადების ცერემონია ოლიმპიურ კომიტეტში
ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. თამაშებს მილანი-კორტინა 6-22 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების სახელით ფიცი მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დადო, რომელიც ოლიმპიადაზე მეხუთედ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები იტალიაში ორ სახეობაში რვა სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.