ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ კვლავ დაინტერესებულია როდრის შეძენით #1TVSPORT

15:55, 05.01.2026

2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი როდრი, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელები კვლავინდებურად იჩენენ ინტერესს ესპანელი ფეხბურთელის მიმართ და მის გარშემო სიტუაციას აკვირდებიან.

თუმცა „რეალი“ არ აპირებს ნახევარმცველის ზაფხულზე ადრე გაფორმებას. როდრის „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, „რეალი“ კი ცდილობს, ამ სიტუაციით ისარგებლოს და სატრანსფერო ფასი დააგდოს იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი ვერ მოელაპარაკება „სიტის“ ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

ამ მომენტისთვის როდრის სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 75 მილიონი ევროა.

მსგავსი