დაკავება გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით
სამართალდამცავებმა გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის კიდევ ორი პირი – აქტივისტი ანა ლომიძე და „ფორმულას“ ოპერატორი ნიკა პატარაია დააკავეს. სავარაუდოდ, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორები დატოვეს ჟურნალისტებმა ქეთა ციცქიშვილმა და ვახო სანაიამ.