ანზორ ერქომაიშვილი 85 – საიუბილეო კონცერტი

12:38, 23.10.2025
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის – ანზორ ერქომაიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ კონცერტში, ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“ მონაწილეობდნენ.
„შემოდგომის თბილისი“ 33-ედ ტარდება და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალია. იგი 25 და 26 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტებით დასრულდება.

მსგავსი