ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ბაჩო ახალაიას ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ელოდებიან, ის უწყებაში 13:00 საათზე უნდა მივიდეს. მისი დაბარება 4 ოქტომბრის მოვლენებს, კონკრეტულად კი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე განიხილავდნენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი ჯერ არ არის.