რომეო მიქაუტაძის სასამართლო

15:28, 05.08.2025
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დაკავებული მიქაუტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დარჩენას მოითხოვდა. პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
 ადვოკატი ბრალდებულის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ასევე მოსამართლეს მიქაუტაძის მიმართ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას სთავაზობდა, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და ელექტრონულ მონიტორინგს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. წარდგენილი ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი