უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დეკლან რაისი დაასახელა, ხვიჩა კვარაცხელია მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

17:06, 11.04.2025

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების კვირის საუკეთესო ფეხბურთელად „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი დაასახელა.

რაისმა მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში ორი გოლი საჯარიმო დარტყმებით გაიტანა. „არსენალმა“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული 3:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მეორე ადგილზე, უეფა-ს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) გავიდა, მესამეზე – რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“), ხოლო მეოთხეზე – ალესანდრო ბასტონი („ინტერი“).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ასტონ ვილასთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება – 3:1.

მსგავსი