ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.