ზუგდიდი ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს

ზუგდიდი ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით იმართება. ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება.

შეხვედრების ფარგლებში, ქალ მეწარმეებს საშუალება აქვთ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები ტურიზმისა და მარკეტინგის ექსპერტებისგან მიიღონ და სამომავლო კონტაქტიც დაამყარონ. ფორუმს 100-ზე მეტი ქალი ფერმერი და მეწარმე ესწრება.