ზრდის მაჩვენებლები ავიაციის სექტორში

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ 650 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი 14%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც – 2025 წლის იანვარ-ივნისში, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.