ზელენსკის მიმართვა ნატო-ს სამიტის მონაწილეებს

ნატო-ს საგანგებო სამიტის მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ჩაერთო ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღი და მათი კონკრეტული გადაწყვეტილებები ომის შესაჩერებლად. „უკრაინამ თქვენ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, იმისთვის რომ არ დაგვეკარგა ამდენი ადამიანი. თქვენ გაქვთ ათასობით სამხედრო თვითმფრინავი, მაგრამ არ მოგვეცით ერთიც კი. აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.