ზელენსკი უკრაინის არმიის რეფორმას აანონსებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება. რეფორმის მიზანი ქვეითი ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებაა. 2022 წლიდან მობილიზებულ ჯარისკაცებს სამსახურის დასრულების კონკრეტული თარიღი არ აქვთ განსაზღვრული, აღნიშნული რეფორმა კი პირველად შექმნის სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ასეთ ჯარისკაცებს სამსახურიდან წასვლის საშუალება მიეცეთ.
რეფორმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ანაზღაურების გაზრდას, ქვეითი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას და სამსახურის ვადების განსაზღვრას.