ზამთრის სეზონის გახსნა ბაკურიანში
გემრიელი კერძები, გამორჩეული მუსიკა, საბავშვო აქტივობები და დაუვიწყარი განწყობა. 10 იანვარი ბაკურიანში „გიზ-გიზის“ დღეა. ზამთრის ტრადიციულ მხიარულებაში მონაწილეობა ადგილობრივებმა და სამთო კურორტის სტუმრებმა მიიღეს. დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად დღის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს გამორჩეული მუსიკალური შემსრულებლები ცვლიდნენ.
სრიალი, გართობა და ზამთრის თავგადასავლები – ფესტივალი ბაკურიანში წელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.