ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში

15:23, 20.12.2025

დავით სონღულაშვილი ქედაში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრმა სოფელ მახუნცეთში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია „ძმები ავალიანების მარანი“ დაათვალიერა. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო 2023 წელს სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიქმნა, რომლის ჯამურმა თანადაფინანსებამ ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით – „ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმო ამ ეტაპზე ათი სახეობის ღვინოს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ აჭარაში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, ჯამში ორ-ნახევარი მილიონი ლარის თანადაფინანსებით, ოთხი საწარმო შეიქმნა.

მსგავსი