წვდომა სტარლინკზე – ტრამპის განცხადება

12:15, 17.10.2026

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სტარლინკზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, Starshield-ის სისტემაზე უკრაინის წვდომის შეზღუდვა შეერთებულ შტატებს არ დაუწესებია. ამასთან, ტრაპის თქმით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს. ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტარლინკის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield ამერიკის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს, შეერთებული შტატების არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს.

მსგავსი