წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში კარანტინი გამოცხადდა

კარანტინი გამოცხადდა თბილისში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში. ტაძარი 20 აპრილამდე დაკეტილი იქნება. ადგილზე დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ტაძრის მღვდელმსახურები და სხვა პირები თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

ხარების დღესასწაულზე ეკლესიაში წირვა იმ მღვდელმა ჩაატარა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სასულიერო პირი „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჯანმრთელობის გაუარესება წირვის შემდგომ პერიოდში იგრძნო. ის ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.