წმინდა ცეცხლს საქართველოში შაბათს ელოდებიან
წელსაც, როგორც ყოველ აღდგომას, საპატრიარქოდან წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში სასულიერო პირთა და მომლოცველთა ჯგუფი გაემგზავრება, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან წმინდა ცეცხლს 11 აპრილს, დიდ შაბათს საქართველოში ჩამოიტანს და დაახლოებით 23:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებს. საიდანაც ცეცხლს საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში წაიღებენ, რაც შემდეგაც მრევლს ამ ცეცხლის სახლში წაღება შეეძლება.