წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

21:03, 11.04.2026

ჭეშმარიტების ნათელი, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს – იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. ცეცხლი ტრადიციისამებრ კუვუკლიიდან თეოფილე მესამემ გამოიტანა. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს, ისევე როგორც მორწმუნეებს, ხელში 33 სანთელი უჭირავთ, რაც დედამიწაზე იესოს ცხოვრების 33 წელს განასახიერებს.

რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე, რიტუალი წელს განსაკუთრებულ პირობებში ჩატარდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი უსაფრთხოების მიზნით 40 დღის განმავლობაში დახურული იყო, ვნების შვიდეულის შაბათს კი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა.

არსებული რეგულაციების გამო, წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან საპატრიარქოს მცირე დელეგაცია გაემგზავრა, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოში წმინდა ცეცხლი უნდა ჩამოიტანონ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ ცოტა ხანში დაეშვება. 

მსგავსი