წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება
არსებული რეგულაციების გამო, წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია გაემგზავრა. ცეცხლს თავდაპირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ლიტურგია საღამოს 11:00 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე კი ლიტანიობა შესრულდება. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდება ტაძრებში წმინდა ცეცხლი, რომელსაც მორწმუნეები შემდეგ სახლში წაიღებენ.