წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავება

12:19, 02.02.2026

მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს. ისინი თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ. მათი დაკავება ბათუმსა და თბილისში მოხდა. დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი