წითელას ეპიდემიის საფრთხე

წითელას ინფექციით ქუთაისში კლინიკა “მედიქალ სითის” 60-მდე პაციენტმა მიმართა, მათგან მხოლოდ 10 რჩება კლინიკაში. ჰოსპიტალის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

აღნიშნული საავადმყოფოსთვის წითელას ინფექციით მომართვიანობის მიხედვით, დაავადებულთა რიცხვი წელს, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტია. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, მიმართვიანობა 2-ჯერ შემცირდა.