წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში – გამოხმაურება

18:06, 04.02.2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა. „2020 წლიდან ევროკომისიამ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე მოახდინა ზეწოლა, რათა მათ უფრო აგრესიულად დაეწყოთ კონტენტის ცენზურა“ – წერია დოკუმენტში. კომიტეტისთვის წარდგენილი მასალების მიხედვით, ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა სოციალური მედიის ძირითად პლატფორმებზე, რათა „მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირი ზიანი მიაყენა ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. უფრო კონკრეტულად კი, ზეწოლა არჩევნების წინ განხორციელდა სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში, რომ „ტიკტოკი“ დაცენზურებულიყო.

კერძოდ, იურიდიული კომიტეტი მიიჩნევს, რომ რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კოორდინირებული ჩარევის კვალი არ დასტურდება, თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დამხმარე როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ გლობალური ცენზურის მცდელობებში უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ამ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

მსგავსი