ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა დოჰას ფორუმზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყატარს და სხვა ენერგომომპოვებელ ქვეყნებს შეუძლიათ, თავისი წვლილი შეიტანონ ევროპის სტაბილურობაში. დოჰას ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობა გააფრთხილა, უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე რუსეთის ინტერვენციის შესაძლო გავლენის შესახებ. მისი თქმით, არცერთი ქვეყანა არაა დაცული შეფერხებებისგან სურსათის მიწოდებაში.